შალვა პაპუაშვილი საელჩოების მხრიდან პარლამენტის შენობაზე თავდასხმის დაგმობას ელოდება
შალვა პაპუაშვილი საელჩოების მხრიდან პარლამენტის შენობაზე თავდასხმის დაგმობას ელოდება, საუბარია გუშინ საპროტესტო აქციაზე პარლამენტის შენობის მიმართულებით პიროტექნიკის გამოყენებაზე. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს თავდასხმა სწორედ საელჩოების მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგანიზებულ აქციაზე მოხდა.
