არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე არც ერთ პოლიტიკოსს და დაინტერესებულ პირს არ მოუთხოვია ვიდეო მასალა,რომელზეც ელენე ხოშტარიას იზოლატორში მოთავსების პროცედურებია აღბეჭდილი
არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე არც ერთ პოლიტიკოსს და დაინტერესებულ პირს არ მოუთხოვია ვიდეო მასალა,რომელზეც "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას იზოლატორში მოთავსების პროცედურებია აღბეჭდილი. ელენე ხოშტარია სამართალდამცველების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაზე საუბრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი, ჯერ კიდევ სამი დღის წინ განმარტა, რომ დაინტერესების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით და დაკავებულის თანხმობით, შესაბამის ორგანოებს და უფლებადამცველს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ამ ვიდეოჩანაწერს
