პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატი ფართოვდება - იცვლება კომისიის სახელწოდებაც
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატი ფართოვდება. იცვლება კომისიის სახელწოდებაც . კომისიის მანდატის გაფართოების შესახებ შესაბამის დადგენილებაში დაგეგმილი ცვლილება, პარლამენტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე წარედგინა. საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრება „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობა 2003 წლიდან დღემდე“.
