მარინ ლე პენი, მის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და გასაჩივრებისთვის ემზადება
საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანების" ლიდერი მარინ ლე პენი, მის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და გასაჩივრებისთვის ემზადება. ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე დამნაშავედ ცნობის, საჯარო საქმიანობის 5 წლით აკრძალვის, 4 წლიანი პატიმრობის მისჯისა და 100 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმის დაკისრების შემდეგ, მარი ლე პენმა პირველი კომენტარი „ტელე ფრანს ერთის“ ეთერში გააკეთა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მოტივია მისი პოლიტიკური არენიდან ჩამოშორება. განაჩენი ლე პენს, 2027 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლებასაც უზღუდავს.
