პუტინმა, სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
პუტინმა, სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა . დღეიდან 15 ივლისამდე, სამხედრო სამსახურში იქნება გაწვეული 18-დან 30 წლამდე ასაკის 160 ათასი მოქალაქე, რომლებიც რეზერვში არ იმყოფებიან და სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან. გასულ წლებთან შედარებით, წვევამდელთა რაოდენობა გაზრდილია. რაც, როგორც ითქვა, რუსული არმიის ეტაპობრივი ზრდის შესახებ პუტინის ბრძანების რეალიზაციას უკავშირდება.
