კახეთში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში. ამოღებულია, უკანონოდ მოპოვებული, წიფლის სახეობის 66 ერთეული მორი. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნება.