"ბრითიშ ეარვეისმა" ახალი პირდაპირი ავიარეისის დაწყებასთან დაკავშირებით, ქართული ტურისტული კომპანიებისთვის პრეზენტაცია გამართა
"ბრითიშ ეარვეისმა" ახალი პირდაპირი ავიარეისის დაწყებასთან დაკავშირებით, ქართული ტურისტული კომპანიებისთვის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე 40-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. პრეზენტაციის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი "ბრიტიშ ეარვეისის" რეგიონულ კომერციულ მენეჯერს შეხვდა. განიხილეს სამომავლო თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში, რომელიც დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით "ბრიტიშ ეარვეისი "პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ოთხი სიხშირით შეასრულებს.
