ბათუმის ბიუჯეტი 54 მილიონი ლარით გაიზარდა
ბათუმის ბიუჯეტი 54 მილიონი ლარით გაიზარდა და 554 მილიონი ლარი შეადგინა. გაზრდილი ბიუჯეტი ძირითადად ინფრასტრუქტურის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ჯანდაცვის სფეროებში გადანაწილდა. დაგეგმილია ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის საბავშვო ბაღის მშენებლობა, სპორტული მოედნების და სანიაღვრე არხების მოწყობა.
