"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე საკუთარ მომხრეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებით შეუშალონ ხელი პროცესს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყება
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე საკუთარ მომხრეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებით შეუშალონ ხელი პროცესს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყება. მოწოდება ფიზიკური დაპირისპირების შესახებ, ლევან ხაბეიშვილმა მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით გააკეთა, საუბარია ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე. ბიუროს სხდომაზე კი ინიცირებულია პაკეტი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ. ცვლილებები ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრე პარტიების გაუქმებას გულისხმობს.