საგამოძიებო კომისიის სხდომა და მსჯელობა 2008 წლის ომამდე არსებულ ვითარებაზე
საგამოძიებო კომისიის სხდომა და მსჯელობა 2008 წლის ომამდე არსებულ ვითარებაზე. კომისიის წევრებმა ემზარ კვიციანს მოუსმინეს, რომელმაც კოდორის ხეობაზე ისაუბრა. კომისიამ მოუსმინა გიორგი კაპანაძეს, რომელმაც ავნევში განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება. კომისიაზე დაბარებულები არიან გიორგი კანდელაკი და გიორგი თარგამაძე. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კომისიას სჭირდება პასუხი კითხვაზე, რატომ დააბრალეს ჯარს, თითქოს ქართველმა ჯარისკაცებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული? საუბარია ევროსაბჭოს რეზოლუციაზე, რომელსაც მათ ხელი მოაწერეს. გიორგი თარგამაძემ დაწერა, რომ კომისიაზე არ მივა
