ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიზნით შექმნილმა პლატფორმამ მემორანდუმი გააფორმა
ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიზნით შექმნილმა პლატფორმამ მემორანდუმი გააფორმა. შეიქმნა საგანმანათლებლო კურსები ხელოვნური ინტელექტის, ფინანსური განათლებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში. ხელოვნური ინტელექტის განვითარების სრული კურსი აპრილიდან დაიწყება. დასრულების შემდეგ, სტუდენტებს ცოდნისა და საჭირო უნარების გამოყენება სხვადასხვა დარგში შეეძლებათ.
