რეფერენდუმის დღეს ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე
განცხადება გამოაქვეყნა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, არავის აქვს უფლება, კითხვის ნიშნის ან რისკის ქვეშ დააყენოს საერთო მონაპოვარი. შალვა პაპუაშვილმა გააზიარა 2024 წელს, წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლაც, დაწერა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა გაიმეორა და დაადასტურა 31 მარტის რეფერენდუმის შედეგი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს.
