საქართველოს პრეზიდენტი: 31 მარტი სამშობლოს ერთიანობისა და ეროვნული ღირსების სიმბოლოა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა. 1991 წლის 31 მარტს, რეფერენდუმის კითხვაზე: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა“? – ქართველმა ხალხმა ერთსულოვნად და მკაფიოდ განაცხადა თანხმობა. საქართველოს პრეზიდენტმა დაწერა, რომ 31 მარტი სამშობლოს ერთიანობისა და ეროვნული ღირსების სიმბოლოა.