საქსტატი: თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.7% შეადგინა
წინასწარი შეფასებით, თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.7 მეათედი პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 9.4 მეათედი პროცენტია. მთავრობისთვის ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება პრიორიტეტულია, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანია. საბიუჯეტო პროგნოზი ექვსი პროცენტია - პრემიერ-მინისტრის თქმით, ტენდენციებით, რომლებიც ფიქსირდება, შესაძლებელია გეგმის გადაჭარბებით შესრულება.