დღეიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში 4-ჯერ შესრულდება
დღეიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში 4-ჯერ შესრულდება. ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 5 საათი და 45 წუთია. 156 მგზავრით, A-320-neo ტიპის ხომალდის პირველი რეისი რამდენიმე საათის წინ მიიღო თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა.
