დონალდ ტრამპი პუტინის ბოლოდროინდელი განცხადებებით უკმაყოფილოა და რუსეთისთვის ტარიფების დაწესებას არ გამორიცხავს
დონალდ ტრამპი პუტინის ბოლოდროინდელი განცხადებებით უკმაყოფილოა და რუსეთისთვის ტარიფების დაწესებას არ გამორიცხავს. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, ნაცვლად იმისა, რომ ზელენსკის უნდობლობას უცხადებდეს, პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს. ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამოც, რომ უკრაინის პრეზიდენტს იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებაზე უარის თქმა სურს, რაც, მისი თქმით, კიევს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ზელენსკის სურვილის მიუხედავად, უკრაინა ნატოს წევრი ვერასდროს გახდება.
