საფრანგეთის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ღაზაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ღაზაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა. „მოვუწოდე ბენიამინ ნეთანიაჰუს, შეწყვიტოს დარტყმები ღაზაზე და დაუბრუნდეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს. ასევე განვუცხადე, რომ ჰუმანიტარული დახმარება დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.
