გაერთიანებული სამეფოს პრემიერის ოფისის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა ტელეფონით ისაუბრეს
გაერთიანებული სამეფოს პრემიერის ოფისის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა ტელეფონით ისაუბრეს. მხარეებმა რუსეთ-უკრაინის ომი განიხილეს და პუტინზე კოლექტიური წნეხის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თეთრი სახლის ლიდერს პარიზში გამართული „უკრაინის დახმარების მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
