რამდენიმე წუთში პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომა დაიწყება - დეპუტატების კითხვებს ემზარ კვიციანი უპასუხებს
რამდენიმე წუთში პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომა დაიწყება - დეპუტატების კითხვებს ემზარ კვიციანი უპასუხებს. თემა ომს ეხება. დაბარებულები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, გიორგი კანდელაკი და ქრისტიან დემოკრატიული პარტიის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი თარგამაძე. მათ ხელი მოაწერეს ომიდან ორ თვეში ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომელიც საქართველოს ომის დაწყებას, ქართველ სამხედროებს კი ომის დანაშაულებს აბრალებდა. თარგამაძემ უკვე დაწერა , რომ კომისიაზე არ მივა.
