რეფერენდუმის დღეს ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე
დღევანდელი დღეს ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე. რეფერენდუმის გარდა, დღეს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეცაა. სწორედ ზვიად გამსახურდიამ რეფერენდუმიდან ცხრა დღეში გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ არავის აქვს უფლება კითხვის ნიშნის ან რისკის ქვეშ დააყენოს საერთო მონაპოვარი. შალვა პაპუაშვილი აზიარებს 2024 წელს, წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლასაც და წერს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა გაიმეორა და დაადასტურა 31 მარტის რეფერენდუმის შედეგი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს.
