საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით გლდანის ტექნიკური ცენტრის მოედანზე, ჩვენი ქვეყნის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის საიუბილეო მეათე სეზონი დაიწყო
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით გლდანის ტექნიკური ცენტრის მოედანზე, ჩვენი ქვეყნის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის საიუბილეო მეათე სეზონი დაიწყო. გახსნით შეხვედრაში „ოლ სტარის“ გუნდმა „აფხაზეთი“ 3-2 დაამარცხა. შეჯიბრება 2016-ი წლიდან ყოველ წლიურად ტარდება და მონაწილეობას 400-ზე მეტი გუნდის ათას 400-მდე მოყვარული ფეხბურთელი იღებს.