მუსლიმური სამყაროს ერთ-ერთი მთავარი დღესასწაული რამაზან ბაირამი დღეს ქართველმა მუსლიმებმაც აღნიშნეს
მუსლიმური სამყაროს ერთ-ერთი მთავარი დღესასწაული რამაზან ბაირამი დღეს ქართველმა მუსლიმებმაც აღნიშნეს. სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში გაიმართა. ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში მორწმუნეებს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა ოფიციალურმა პირებმა მიულოცეს.
