ხარკოვში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა
ხარკოვში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დრონებით თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება 35-მა ადამიანმა მიიღო. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. დაიღუპა 2 ადამიანი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურული ობიექტები.
