ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე თურქმენეთში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე თურქმენეთში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. კონფერენციაზე მინისტრი სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ბავშვთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ჯანდაცვის მინისტრმა, ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის სტრატეგიის მიმართულებითა და სოციალური პროგრამების განხორციელების კუთხით.
