სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წყლის ინფილტრაციის შედეგების აღმოსაფხვრელი სამუშაოები მიმდინარეობს
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წყლის ინფილტრაციის შედეგების აღმოსაფხვრელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ტაძრის ჩრდილო აღმოსავლეთით აიგო ხარაჩო, გაკეთდა ბაქანი, რომელიც სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, ჩაატარონ გაწმენდითი სამუშაოები. აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
