საგამოძიებო კომისიის სხდომებზე კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რეჟიმის მმართველობის დროს ხდებოდა ბიზნესის რეკეტი
საგამოძიებო კომისიის სხდომებზე კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რეჟიმის მმართველობის დროს ხდებოდა ბიზნესის რეკეტი. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია, ადამიანების წამების საქმეებსაც განიხილავს. კომისია მუშაობას მომდევნო კვირაში განაახლებს. ცნობისთვის, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია მანდატს აფართოებს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მიერ 2012 წლიდან ჩადენილ ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებებსაც შეისწავლის.
