ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა
ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა. 26-ე ტურის შეხვედრაში „კრაკოვიამ“ საკუთარ სტადიონზე „პუშჩა“ 3:1 დაამარცხა. პირველი ტაიმის ბოლოს, როდესაც მასპინძლები აგებდნენ, საქართველოს ნაკრების 29 წლის მცველმა ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
