ტრამპი ე.წ მიმოწერის სკანდალის გამო სამსახურიდან არავის გაშვებას არ აპირებს
ტრამპი ე.წ მიმოწერის სკანდალის გამო სამსახურიდან არავის გაშვებას არ აპირებს. კითხვაზე, ენდობა თუ არა კვლავინდებურად უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, მაიკ უოლცსა და თავდაცვის მდივანს, თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ფეიკ ცნობების გამო სამსახურიდან არავის დაითხოვს. შეგახსენებთ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა მაიკლ უოლცმა გამოცემა „ატლანტიკის“ რედაქტორი შემთხვევით დაამატა ჩატში, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსნები იემენელ „ჰუსიტებზე“ თავდასხმის გეგმებს განიხილავდნენ. ე.წ „მიმოწერის სკანდალზე“ უოლცმა პასუხისმგებლობა მალევე აიღო, თუმცა პოსტს ამ დრომდე ინარჩუნებს.
