დანიის პრემიერ-მინისტრი 2-4 აპრილს გრენლანდიას ეწვევა
დანიის პრემიერ-მინისტრი 2-4 აპრილს გრენლანდიას ეწვევა და დანიის ნახევრად ავტონომიური ტერიტორიის ახალ მთავრობასთან მოლაპარაკებებს გამართავს. გრენლანდიაში მისი ვიზიტი შეერთებულ შტატებთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე ხორციელდება. თეთრი სახლის ლიდერმა არაერთხელ გააკეთა განცხადება გრენლანდიის შესაძლო ანექსიასთან დაკავშირებით. 28 მარტს კი გრენლანდიაში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ დანიას გრენლანდიის ხალხისთვის საკმარისად არ უმუშავია და გრენლანდიის უსაფრთხოებაში საკმარისი ინვესტიცია არ ჩაუდია.
