ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ „ორფოლოს“ სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება გაიმართა
აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 ბატალიონის მესამე ქვეითმა ასეულმა, ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ „ორფოლოს“ სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება გამართა. სწავლების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა თავმოყრის რაიონის დაკავების, ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის აღმოჩენისა და განადგურების ოპერაციები განახორციელეს.
