პარლამენტში „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მომდევნო კვირას გაგრძელდება
პარლამენტში „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მომდევნო კვირას გაგრძელდება. ცვლილებების მიხედვით, ქართული კანონმდებლობიდან ტერმინების „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღება იგეგმება. პროექტით, კანონებში არსებული ჩანაწერი „გენდერული საკითხები“ შეიცვლება ჩანაწერით „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები“.
