ამერიკული FARA-ს ასლს პარლამენტი მესამე მოსმენით, მომავალ კვირაში დაამტკიცებს
ამერიკული FARA-ს ასლს პარლამენტი მესამე მოსმენით, მომავალ კვირაში დაამტკიცებს. ცვლილებებით, კანონის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება, რომელმაც, 6 თვეში ერთხელ ანგარიში პარლამენტს უნდა წარუდგინოს. კანონპროექტის მიხედვით, ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ექნებათ.
