საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ
საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ. 27-ე ტურში „პარი სენ ჟერმენმა“ სტუმრად „სენტ ეტიენი“ 6:1 დაამარცხა. პირველ ტაიმში მასპინძლები სტასენის გოლით დაწინაურდნენ, რომელსაც საგოლე პასი დავითაშვილმა მიაწოდა. „სენ ჟერმენის“ შემადგენლობაში კი ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
