ფრანგულ კომპანიებს, რომლებსაც გაფორმებული აქვთ კონტრაქტები ამერიკის მთავრობასთან, ტრამპის ადმინისტრაციამ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამებზე უარის თქმა მოსთხოვა
ფრანგულ კომპანიებს, რომლებსაც გაფორმებული აქვთ კონტრაქტები ამერიკის მთავრობასთან, ტრამპის ადმინისტრაციამ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამებზე უარის თქმა მოსთხოვა. როგორც სააგენტო „როიტერსი“ წერს, ამერიკის საელჩომ ფრანგულ კომპანიებს შესაბამისი ანკეტები გაუგზავნა და 5 დღის ვადაში მათი შევსება და ხელმოწერა მოსთხოვა. ინაუგურაციის შემდეგ ტრამპის ერთ-ერთი პირველი განკარგულება ყველა ფედერალურ უწყებაში მრავალ ფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამების გაუქმებას ეხებოდა.
