ვიქტორ ორბანი: ამერიკა მშვიდობის მხარეზეა, ევროპა კი უგუნურად მიისწრაფვის ომისკენ
„ამერიკა მშვიდობის მხარეზეა, ევროპა კი უგუნურად მიისწრაფვის ომისკენ“,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. ვიქტორ ორბანის თქმით, ევროპელმა ლიდერებმა სავალდებულო გაწვევაზე, კუდიანებზე პოლიტიკურ ნადირობასა და პარალელურ NATO-ზე დაიწყეს საუბარი, რაც ევროპის ომში შეყვანის აშკარა მცდელობაა.
