დრონებით იერიშის შედეგად ხარკოვში 2 ადამიანი დაიღუპა
დრონებით იერიშის შედეგად ხარკოვში 2 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 30-ზე მეტი. მათ შორის 15 წლის გოგოცაა, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. დაზიანებულია ადგილობრივი ჰოსპიტალის შენობაც, სადაც დაჭრილ სამხედროებს მკურნალობდნენ. გლოვის დღეა გამოცხადებული დნეპრში, სადაც დრონებით თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა და 24 დაშავდა. 3 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
