აშშ-ს ინტერესი გრენლანდიაზე
თუ შეერთებული შტატები არ იქნება დაინტერესებული გრენლანდიით, მისით სხვა ერები, მაგალითად რუსეთი ან ჩინეთი დაინტერესდებიან. ეს განცხადება შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა გრენლანდიაში ვიზიტისას გააკეთა. ჯეი დი ვენსმა გრენლანდიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გრენლანდიის ფლობის ინტერესზე თეთრ სახლში ჟურნალისტების წინაშე კიდევ ერთხელ ისაუბრა დონალდ ტრამპმაც
