ნარკოდანაშაული
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ასევე 17 ლოკაციიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. თემაზე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებებიც