ევროპელი დიპლომატები ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელს, კაია კალასს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ის პრემიერ-მინისტრივით იქცევა
ევროპელი დიპლომატები ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელს, კაია კალასს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ის პრემიერ-მინისტრივით იქცევა. ცნობას, „პოლიტიკო“ ავრცელებს და წერს, რომ კალასი კრიტიკის ობიექტი რუსეთის წინააღმდეგ ძალიან აგრესიული გამოსვლისა და შტატების პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულების გამო გახდა. „პოლიტიკო“ წერს, რომ დიპლომატმა და ოფიციალურმა პირმა კალასის სამსახურში მუშაობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში გადაცდომებზე მიუთითეს. გამოცემის ცნობით, განსაკუთრებით ესპანეთი და იტალია არ იზიარებენ კალასის შეფასებას მოსკოვის, როგორც ევროკავშირისთვის გარდაუვალი საფრთხის შესახებ. „თუ მას მოუსმენთ, ჩანს, რომ ჩვენ ომში ვართ რუსეთთან, ეს კი არ არის ევროკავშირის ხაზი“. განაცხადა ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა
