შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ხოლო 17 ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია მის მიერ რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს
