საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის უცხო ქვეყნებთან მეგობრობის სახალხო ასოციაციას ეწვია და ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის უცხო ქვეყნებთან მეგობრობის სახალხო ასოციაციას ეწვია და ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრობის გაძლიერებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე ისაუბრეს, ასევე მიმოიხილეს სხვადასხვა კუთხით თანამშრომლობის შესაძლებლობები. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ისტორიული კავშირი და მზარდი ეკონომიკური ურთიერთობები, რასაც ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამყარებს