გიორგი ვაშაძის აღიარება
გიორგი ვაშაძის აღიარება. კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ თბილისში გამართული აქციები პოლიტიკურია და ქუჩაში დამარცხებული ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭერები დგანან. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პოდკასტში „ორ ცეცხლს შუა“ სტუმრობისას განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც აქციებზე, ქუჩაში, აპოლიტიკური ადამიანები დგანან. მისი თქმით, ეს ადამიანები განეკუთვნებიან სხვადასხვა პარტიას და პოლიტიკასთან შემხებლობაში არიან. ვაშაძის ამ განცხადებით, მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც დიდი ხანია ამბობენ. გააღვივონ პროტესტი საკუთარი ინტერესებისთვის, რადიკალების პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია
