მამუკა მდინარაძე: კოლექტიურ ნაცმოძრაობას ძალიან აწუხებს კომისიის გამოძიება აგვისტოს ომზე. ის ადამიანები, რომლებიც ანწუხელიძის სახელს ეფარებიან, არიან ანწუხელიძისა და სხვა გმირებისთვის ომის დანაშაულის დაბრალების მხარდამჭერები
„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები განიხილება, რადიკალური ოპოზიციის შეფასებებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, რომ “კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გასაგებ მიზეზთან ერთად, ძალიან აწუხებთ კომისიის გამოძიება აგვისტოს ომის თემაზე, სადაც დადგინდა, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა 2008 წლის 7 აგვისტოს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინფორმაციის არსებობის მიუხედავად, არ გააფრთხილა კოდორის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა და ომიდან ორი თვის თავზე მხარი დაუჭირა ევრო საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომლითაც აღიარეს ომის დაწყება! ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული. მდინარაძის თქმით, „სწორედ ამის გადაფარვას ცდილობენ ბოლო ორი დღის განმავლობაში ატეხილი ისტერიით!”
