სამხრეთ ტეხასში წყალდიდობას ებრძვიან
სამხრეთ ტეხასში წყალდიდობას ებრძვიან. სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. მაშველებმა 200 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ასობით სახლი დაიტბორა, დაკეტილია აეროპორტი. 3 ათას 400 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სკოლები და უნივერსიტეტები დახურულია. რამდენიმე ქალაქში გახსნილია დროებითი თავშესაფრები
