გადაუღებელმა წვიმამ მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია
გადაუღებელმა წვიმამ მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. უხვი ნალექის გამო ორი მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და დასახლებული რაიონები დატბორა. მოსახლეობა გადაადგილებისთვის ნავებს მოიხმარს. ადგილობრივმა მმართველებმა დაზარალებულებისთვის დროებითი თავშესაფრები გახსნეს
