შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახალ რეგლამენტზე მუშაობს
შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახალ რეგლამენტზე მუშაობს. უსაფრთხოების ნორმები, რომელთაც ახალი ტექნიკური რეგლამენტი ადგენს სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებთან და მანქანა დანადგარებთან მუშაობის პრინციპს ეხება. შემუშავებული დოკუმენტი მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ ბიზნესის წარმომადგენლებს გაუზიარეს. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მოთხოვნები, რომელთაც ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს
