შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ვანო ბეჟაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმიანება
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ვანო ბეჟაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმიანება. სოციალურ ქსელში წერს, რომ ვრცელდება მისი ფოტოსურათი, სადაც აცვია სამსახურებრივი ფორმა და დართული აქვს ტექსტი, რომ თითქოს მან საპატრულო პოლიცია დატოვა. როგორც ბეჟაშვილი აღნიშნავს, ის განაგრძობს მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში. ამასთან, მოუწოდებს მედია საშუალებებს, ნუ შეუწყობენ ხელს აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელებას
