ოლიმპიურ სასახლეში „თბილისის კალათბურთის სასკოლო ლიგის“ ფინალი გაიმართა
ოლიმპიურ სასახლეში „თბილისის კალათბურთის სასკოლო ლიგის“ ფინალი გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით შედგა, დედაქალაქის საკრებულოს წევრები, პარლამენტის დეპუტატები, კალათბურთის ფედერაციის, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ფინალში, რომელშიც თბილისის 52-ე და 53-ე საჯარო სკოლების საკალათბურთო გუნდები მონაწილეობდნენ, გამარჯვება 53-ე სკოლის სპორტსმენებმა მოიპოვეს
