ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა ქვეყნის განვითარებაში მუსლიმი თემის წვლილზე ისაუბრა. მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, პარლამენტის წევრები, სახელმწიფო რწმუნებულები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ
