წინასაარჩევნო დაპირების შესრულება დაწყებულია - სახელისუფლებო გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესი დაიწყო
წინასაარჩევნო დაპირების შესრულება დაწყებულია. სახელისუფლებო გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესი დაიწყო. მზადება მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. ვიდრე ისტორიული დავა დაიწყება, მანამდე მომზადდება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა. პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა კანონი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წესდების მიზნებისა და შემადგენლობის იდენტური პარტიებისთვის საქმიანობას კრძალავს. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ანტიქართული, აგენტურული პარტიებისგან პოლიტიკური ველი სრულად გაიწმინდება
